რა არის ალერგია

ალერგია (ბერძნულიდან – რეაქცია უცხოზე) – მომატებული მგრძნობელობა ორგანიზმში ან გარემოში გარკვეული ნივთიერებების – ალერგენების მიმართ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიის პრევალენტობა გაორმაგდა. ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ცხოვრების წესისა და კვებითი ჩვევების ცვლილება, ახალი ალერგენების გაჩენა, სტრესი, სამუშაო პირობები და ა.შ. ალერგია არ არის ავადმყოფობა, ეს არის სხვადასხვა დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც […]

ალერგია (ბერძნულიდან – რეაქცია უცხოზე) – მომატებული მგრძნობელობა ორგანიზმში ან გარემოში გარკვეული ნივთიერებების – ალერგენების მიმართ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიის პრევალენტობა გაორმაგდა. ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ცხოვრების წესისა და კვებითი ჩვევების ცვლილება, ახალი ალერგენების გაჩენა, სტრესი, სამუშაო პირობები და ა.შ.

ალერგია არ არის ავადმყოფობა, ეს არის სხვადასხვა დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც საფუძვლად უდევს ერთი საერთო პათოლოგიურ პროცესი. ადამიანის იმუნური სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს ალერგიული რეაქციების განვითარებაში. სწორედ იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს საშიში და უცხო ელემენტებისაგან. იმუნური სისტემის მოქმედების მექანიზმი ძალიან რთულია, მაგრამ მას საფუძვლად უდევს ადამიანის ან ცხოველის სისხლში ანტისხეულების გამომუშავების მექანიზმი, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ელემენტებს.

ალერგიის შემთხვევაში ორგანიზმის დამცველი – იმუნური სისტემა – არღვევს თავდაცვის მისაღებ საზღვრებს. იმუნური სისტემა ორგანიზმისთვის საშიშად მიიჩნევს ყველაზე უვნებელ ნივთიერებებს და იწყებს მათგან თავის დაცვას გადაჭარბებული რეაქციით. სწორედ გარემო ფაქტორებზე იმუნური სისტემის ამ აგრესიულ რეაქციას (ჰიპერმგრძნობელობა) ეწოდება ალერგია, ხოლო ანტიგენებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ასეთ არაადეკვატურ რეაქციას, ეწოდება ალერგენები.

ალერგიის გამოვლინებები

ალერგიის გამოვლინებები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ ადამიანის რომელი ორგანოა ყველაზე მეტად ჩართული (ზოგჯერ ალერგიული რეაქციები შეიძლება კომბინირებული იყოს). ალერგიული გამოვლინებები თვალებზე – ალერგიული კონიუნქტივიტი, ალერგიული გამოვლინებები ცხვირის ლორწოვანზე – ალერგიული რინიტი, ბრონქული ალერგიული გამოვლინებები – ბრონქული ასთმა, ალერგიული რეაქცია კანზე გამოვლინებით – ჭინჭრის ციება.

ალერგიის პრევენცია

ალერგია ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ართულებს. ამიტომ, როგორც კი ეჭვი გაჩნდება ალერგიაზე, ოჯახის ექიმთან ან ალერგოლოგთან სრულყოფილი კონსულტაციის მიზნით მნიშვნელოვანია შეფასდეს გარემო, შესაძლო ალერგენები ან გამაღიზიანებლები, სიმპტომების გამოვლენის დრო და ხანგრძლივობა და მათი გავლენა ცხოვრების ხარისხზე. ალერგიის მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა პრევენციაა. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ალერგენის იდენტიფიცირება და მასთან კონტაქტის თავიდან აცილება.